Sunday, September 25, 2016

ინტელის ტრეინინგის მეშვიდე დღე-რეფლექსია შევაფესეთ წყვილებში კოლეგების მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკები თუ რამდენად შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან შექმნილ საპრეზენტაციო სლაიდს. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის : განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების სწავლების სწავლება , პროექტებით; სასწავლო პროექტი მეორე ენის შემსწავლელთათვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება განვიხილეთ დამხმარე მასალის მომზადების სხვადასხვა სახე "სუსტი" მოსწავლეების აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა. აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა. ტრენერის მიერ ახსნილი მასალის ათვისება არ გამჭირვებია. შეფასების რუბრიკების შექმნისას დამჭირდა მოსწავლის ნიმუშების კორექტირება

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა: შევავსეთ შეფასების დროს ჩარჩო, რისთვისაც ამავდროულად ვიმუშავეთ "viuer"-ში; შეფასების მოკლე მონახაზში ჩავწერეთ პროექტის მსვლელობისას გამოყენებული შეფასების სტრატეგიების შესახებ ვრცლად; ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების ტიპებზე და შესაბამის დავალებებზე, რა დროსაც განვიხილეთ დიფერენცირებული დავალებების ნიმუშები. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ჩემთვის ყველაფერი გასაგები და შესრულებადი იყო.დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday, September 18, 2016

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე-რეფლექსია

ინტელის ტრეინინგის მეექვსე დღე-რეფლექსია განვიხილეთ და შევაფასეთ შესრულებული ნამუშევრები( რომელიც მოსწავლეების პოზიციიდან შევასრულეთ) ვისწავლეთ კომენტირება როგორც "Power Point"-ში, ასევე "word" - ის დოკუმენტში. განვიხილეთ შაბლონი , რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასება და შევადგინეთ ჩვენი შეფასების სქემა. ასევე ვიდეოს ჩასმა ბლოგზე "Youtube"-დან და "Power Point"-ში, რაც შემდეგ გამოვაქვეყნეთ. გავეცანით ბლოგის დიზაინის შემცვლელ ინსტრუმენტებს.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, September 17, 2016

  ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

განხილული საკითხები : 


  • საავტორო უფლებების ქაოსი- პრეზენტაცია
  • საავტორო  უფლებების ტესტი

სლაიდის საშალებით გავეცანით საავტორო უფლებებს- შეკითხვებს  რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა უფლება დაცულია :


  • ხდება თუ არა ნაშრომის კოპირება საგანმანათლებლო  მიზნებით გამოყენებისათვის?
  • არის თუ არა მასალა ორიგინალური  ვერსია ძირითადად ფაქტებისგან შემდგარი და არც თუ ისე შემოქმედებითი ნაშრომი?
  • მასალის მცირედი ნაწილის თუ სრული გამოყენება ხდება?!
  • არის თუ არა მასალის ორიგინალი  ადვილად ხელმისაწვდომი?! 

         ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.

Saturday, September 10, 2016

ინტელის ტრენინგის მე-4 დღე- რეფლექსია



 ინტელის ტრეინინგის მეოთხე დღე -რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


                                                   დროში გაწერილი შეფასების გეგმა
               პროექტზე მუშაობის            დაწყებამდე
            პროექტზე მუშაობის პროცესში
       პროექტზე მუშაობის      დასრულების შემდეგ
           კითხვარი
           ვიცი, მინდა ვიცოდე
           ჩანახატები
       პრეზენტაციები       კითხვები
           ინდივიდუალური  პრეზენტირების
                        შეფასება
          ჯგუფური  შეფასება
და თვითშეფასება
პოსტერი- აფიშა.
           პრეზენტაცია
          ვიცი, მიდა ვიცოდე, ვისწავლე
ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად. ავტვირთეთ''google" -ში სლაიდი ''DRIVE" ინსტრუმენტის საშუალებით და განვათავსეთ ბლოგზე .ასევე ვიმუშავეთ წყვილებში  და  კომენტარები  გავუკეთეთ  მეწყვილეებს პროექტის  შესახებ. სამუშაო  დღემ  საინტერესოდ  ჩაიარა    -  ვფიქრობ  მიღებული  ცოდნა  ნაყოფიერი  იქნება  ჩემს  მომავალ  აქრივობებში.